geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

 შიდა მობილობით იურიდიულ ფაკულტეტზე გადმომსვლელ სტუდენტთა საყურადღებოდ!

 იურიდიული ფაკულტეტი 2025 წლის  აგვისტოში აცხადებს   შიდა მობილობას, თსუ–ის რექტორის 23.07.2025 წლის N153/01-01 ბრძანების თანახმად:

 

  1. შიდა მობილობის წესით საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა ელექტრონულ პორტალზე რეგისტრაციის ვადა განისაზღვრა 2025 წლის 20 აგვისტოდან 25 აგვისტოს ჩათვლით.
  2.  შიდა მობილობის შედეგები ელექტრონულ პორტალზე გამოქვეყნდება - 2025 წლის 26 აგვისტოს.
  3.  საგანმანათლებლო ერთეულის მიერ სტუდენტებისათვის კრედიტების აღიარება მოხდება 2025 წლის 27 აგვისტოდან პირველი სექტემბრის ჩათვლით.
  4.  საგანმანათლებლო ერთეულის/საგანმანათლებლო პროგრამის შეცვლის მსურველთა  მიერ შეთანხმების (ძირითად ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე) გაფორმება - განხორციელდება 2025 წლის 2-3 სექტემბერს.
  5.  შიდა მობილობის წესით სტუდენტების გადასვლის შესახებ რექტორის ბრძანების პროექტის მომზადება  5- სექტემბერი.

 

 

შიდა მობილობასთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ მიმართოთ იურიდიული ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის ჯგუფის უფროს სპეციალისტს თეონა გოგნაძეს teona.gognadze@tsu.ge

თარიღი: 12/08/2025